Friday 1 February 2013

კლუბ "საფიხვნოს" ინიციატივამ შედეგი გამოიღო

დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლაში 100-მდე ბავშვი დადის სოფ.ბალიჭიდან. მათ შორის არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. 
სოფ.ბალიჭიდან კაზრეთში ავტობუსით მგზავრობა 80 თეთრი ღირდა და მოსწავლეთა უმეტესობა ვერ იხდიდა. კაზრეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის "საფიხვნო" წევრებმა 2012 წლის 5 ოქტომბერს კაზრეთის ტერიტორიული რწმუნებულს  მიმართეს ინიციატივით, გაეუქმებინა მოსწავლეებისთვის მგზავრობის საფასური. საკითხი განიხილეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, თემმა და მშობლებმა მოაგროვეს ხელმოწერები. ინიციატივა წარმატებით დასრულდა და კაზრეთის მუნიციპალიტეტმა საკითხი დადებითად გადაწყვიტა. იანვრიდან მოსწავლეები უკვე უფასოდ მგზავრობენ სოფ.ბალიჭი-კაზრეთის რეისის ავტობუსზე.

Friday 19 October 2012

გამოკითხვა ბოლნისში

7 ოქტომბერს ბოლნისის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ჩაატარეს ბოლნისის მოსახლეობის გამოკითხვა წინდაწინ შედგენილი კითხვარის მიხედვით. იხილეთ ვიდეო:   http://www.youtube.com/watch?v=DUWFoobjZJA

Thursday 18 October 2012

სოც.მედიის ტრენინგი ბოლნისის სკოლებისთვის


7 ოქტომბერს ბოლნისის #5 საჯარო სკოლაში სოც.მედიის ტრენინგი ჩაუტარდათ სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებს, კერძოდ, ბოლნისის #1, #3, #5, რატევანისა და ტანძიის 6 მოსწავლეს. ტრენინგზე ისწავლეს ბლოგის შექმნა და მისი ფუნქციონირება.  ტრენინგის დასაწყისში სოც.მედიის კოორდინატორმა ეთერ პაიჭაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პორტალი  http://civics.ge/ და მცირე გრანტების საიტი http://initiatives.ge/ .
მოსწავლეებმა ტრენინგის დროს შექმნეს თავიანთი კლუბების ბლოგები, რომლებზეც განათავსებენ კლუბის საქმიანობის ამსახველ მასალას.

საკონსულტაციო შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლებთან


28 სექტემბერს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის #5 საჯარო სკოლაში, პროგრამის კოორდინატორმა ორგანიზაციამ ქვემო ქართლში- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია, ჩაატარა საკონსულტაციო შეხვედრა საგრანტო პროექტების წერასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდა 26 მოსწავლე და 7 პედაგოგი ბოლნისის  #1, #3, #5, რატევანის, ძველი ქვეშის, ტანძიის, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფ.იაღუბლოს  სკოლებიდან. მონაწილეებმა გაიგეს რა სახით უნდა წარადგინონ საკონკურსო პროექტი, როგორ უნდა შეადგინონ ბიუჯეტი, დაწერონ სამოქმედო გეგმა და თანამონაწილეობის წერილები. ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ შეკითხვებზე პასუხი უშუალოდ პროგრამის ქვემო ქართლის კოორდინატორისგან გაეგოთ.

ვიზიტი კაზრეთის #1 საჯარო სკოლაში


„საფიხვნოს“ წევრებმა სტუმრებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ, გააცვნეს ის წარმატებები, რის გამოც კლუბმა საჩუქრად მიიღო ტექნიკა -  როგორც რეგიონის ერთ-ერთმა საუკეთესო კლუბმა. „საფიხვნოს“ წევრებმა სამოქალაქო კლუბის არსებობის წელიწადის განმავლობაში მრავალ წარმატებას მიაღწიეს - მიიღეს და განახორციელეს გრანტი, დაგეგმეს და განახორციელეს არაერთი საკლუბო აქტივობა, ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს თემში არსებული პრობლემების მოგვარების საინტერესო ინიციატივებით, ხელისუფლების დახმარებით განახორციელე მრავალი, თემისათვის სასარგებლო აქტივობა. კლუბის მეურვე დასახელდა წლის საუკეთესო პედაგოგად რეგიონიდან, კლუბმა პროგრამის ხელმძღვანელებისაგან მიიღო ტექნიკა საჩუქრად და მრავალი სხვა.. თუმცა კლუბის მთავარ მიღწევად მათი ინიციატივის საფუძველზე დაბა კაზრეთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ თემის პრობრლემების მოგვარებისათვის გადადგმული ნაბიჯები და კონკრეტული შედეგებია: კლუბის ინიციატივით ადგილობრივმა ხელისუფლებმა ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი რესურსებით შეაკეთა კიბე, რომელიც სკოლის ეზოში გადიოდა და აკავშირებდა დაბის პირველი და მეორე მიკრორაიონების  მოსახლეობას ცენტრალურ გზასთან.   იმავე კიბესთან დამონტაჟდა გარე განათებაც, რათა მოსახლეობას საღამოსაც უსაფრთხოდ შეძლებოდა აღნიშნული კიბით სარგებლობა..
22 ივნისს  ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „საფიხვნოს“ წევრები მეზობელი მუნიციპალიტეტების საჯარო  სამოქალაქო კლუბების წევრებსა და მეურვეებს მასპინძლობდნენ. შეხვედრას ესწრებოდა დაბა კაზრეთის მუნიციპალიტეტის რწმუნებული ბ-ნი ნუგზარ ყალიჩეიშვილი, რომელმაც ისაუბრა სამოქალაქო კლუბთან თანამშრომლობის შესახებ, მოსწავლეების მიერ ინიცირებულ აქტივობებზე და სხვა.
შეხვედრაზე ასევე მოწვეული იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული 5 მეზობელი სკოლის სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლები, მათ შორის აზერბაიჯანული და სომხური სკოლებიდან.
მოწვეული სტუმრები დაინტერესდნენ „საფიხვნოს“ წევრების მიერ განხორციელებული აქტივობებით, მიიღეს კონკრეტული რჩევები მომავალი საკლუბო საქმიანობის უკეთ წარმართვისათვის, დაისახა ერთობლივი აქტივობების გეგმებიც.

ძველი ქვეშისა და ქვემო ბოლნისის სამოქალაქო კლუბების წევრები რუსთავის იუსტიციის სახლს ეწვივნენ


 7 ივნისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ძველი ქვეშის საჯარო სკოლისა და სოფ. ქვემო #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების წევრები და კლუბის მეურვეები ქ. რუსთავის იუსტიციის სახლს ეწვივნენ.  აზერბაიჯანელი  მოსწავლეები ადგილზე გაეცვნენ  იუსტიციის სახლის სერვისებს, სამოქალაქო და საჯარო რეესტრის სამსახურების მიერ მოქალაქეებისათვის შეთავაზებულ მომსახურეობას.
ვიზიტის შემდეგ მოსწავლეები ეწვივნენ ქვემო ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის ოფისს, სადაც ისინი კიდევ ერთხელ გაეცვნენ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას, მის მიზნებსა და პრიორიტეტებს.
სამოქალაქო კლუბების წევრები შეხვედრით კმაყოფილნი დარჩნენ, დასახეს მომავალი აქტივობების გეგმები.
ევროპელმა მოხალისეებმა აზერბაჯანელ მოსწავლეებს ჩაუტარეს ინტერაქტიული ვორკშოპი, რომლის მიზანი მათ ინტეგრაციის ხელშეწყობა და სამოქალაქო გააქტიურება იყო.

ქვემო ბოლნისის #1 საჯარო სკოლის აზერბაიჯანელი მოსწავლეები სტუმრად ქ. ბოლნისის საგანმანათლებლო სარეაბილიტაციო ცენტრში


30 მაისს ბოლნისის რაიონის სოფელ ქვემო ბოლნისის #1 საჯარო სკოლის აზერბაჯანული სამოქალაქო კლუბის „ხელი ხელს“ წევრები და ამავე სკოლის სხვა მოსწავლეები (სულ 20 მოსწავლე) და მასწავლებლები (ამავე რაიონის სოფელი ბერთაკარისა და ცურტავის სკოლებიდან) სტუმრად იმყოფებოდნენ ქალაქ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებო სარეაბილიტაციო ცენტრში ,,განთიადი".
 ქვემო ბოლნისის აზერბაიჯანული სკოლის მოსწავლეებმა სსსმ მოსწავლეებს საჩუქრად გადასცეს შინ დამზადებული ტკბილეული, ახალი ხილი.
 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებმა (12 მოსწავლე) მოაწყვეს თავიანთი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ბოლნისელმა მოსწავლეებმა შეიძინეს სარეაბილიტაციო ცენტრ „განთიადის“ მოსწავლეების ნამუშევრები, გამოფენა-გაყიდვით მიღებული შემოსავალი მოხმარდება ცენტრის რესურსების გამდიდრებას. 
ქვემო ბოლნისის მოსწავლეებმა მოაწყვეს პოეზიიის საღამო, აზერბაიჯანელმა ბავშვებმა წაიკითხეს ქართული ლექსები. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა სახალისო თამაშები, რამაც ძალიან შეუწყო ხელი აზერბაიჯანელი და სსსმ მოსწავლეების ინტეგრაციას.  ორივე სკოლის მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ, დამეგობრდნენ და კვლავაც გამოთქვეს შემდგომში შეხვედრის სურვილი.