Thursday 14 April 2011

პროგრამის პრეზენტაცია ბოლნისის სამიზნე სკოლების წარმომადგენლებისთვის

14 აპრილს ბოლნისის რესურს-ცენტრში შედგა "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ პროგრამის სამიზნე სკოლების დირექტორები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები. დამსწრე საზოგადოება გაეცნო პროგრამის მიმდინარეობებს, საგრანტო კონკურსებს, ასევე ორგანიზია "სიქა"-ს მიერ დაგეგმილ რეგიონულ ღონისძიებებს. მიეცათ რჩევები და მითითებები, თუ რა ტიპის ღონისძიებები უნდა განახორციელონ სკოლების სამოქალაქო კლუბებმა. შეხვედრის დასასრულს პროგრამაში ჩართული სკოლების  წარმომადგნელებს გადაეცათ პროგრამის პოსტერები, პროგრამის დეტალური აღწერა და სამაგიდო კალედრები.

No comments:

Post a Comment