Thursday 18 October 2012

ვიზიტი კაზრეთის #1 საჯარო სკოლაში


„საფიხვნოს“ წევრებმა სტუმრებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ, გააცვნეს ის წარმატებები, რის გამოც კლუბმა საჩუქრად მიიღო ტექნიკა -  როგორც რეგიონის ერთ-ერთმა საუკეთესო კლუბმა. „საფიხვნოს“ წევრებმა სამოქალაქო კლუბის არსებობის წელიწადის განმავლობაში მრავალ წარმატებას მიაღწიეს - მიიღეს და განახორციელეს გრანტი, დაგეგმეს და განახორციელეს არაერთი საკლუბო აქტივობა, ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს თემში არსებული პრობლემების მოგვარების საინტერესო ინიციატივებით, ხელისუფლების დახმარებით განახორციელე მრავალი, თემისათვის სასარგებლო აქტივობა. კლუბის მეურვე დასახელდა წლის საუკეთესო პედაგოგად რეგიონიდან, კლუბმა პროგრამის ხელმძღვანელებისაგან მიიღო ტექნიკა საჩუქრად და მრავალი სხვა.. თუმცა კლუბის მთავარ მიღწევად მათი ინიციატივის საფუძველზე დაბა კაზრეთის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ თემის პრობრლემების მოგვარებისათვის გადადგმული ნაბიჯები და კონკრეტული შედეგებია: კლუბის ინიციატივით ადგილობრივმა ხელისუფლებმა ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი რესურსებით შეაკეთა კიბე, რომელიც სკოლის ეზოში გადიოდა და აკავშირებდა დაბის პირველი და მეორე მიკრორაიონების  მოსახლეობას ცენტრალურ გზასთან.   იმავე კიბესთან დამონტაჟდა გარე განათებაც, რათა მოსახლეობას საღამოსაც უსაფრთხოდ შეძლებოდა აღნიშნული კიბით სარგებლობა..
22 ივნისს  ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „საფიხვნოს“ წევრები მეზობელი მუნიციპალიტეტების საჯარო  სამოქალაქო კლუბების წევრებსა და მეურვეებს მასპინძლობდნენ. შეხვედრას ესწრებოდა დაბა კაზრეთის მუნიციპალიტეტის რწმუნებული ბ-ნი ნუგზარ ყალიჩეიშვილი, რომელმაც ისაუბრა სამოქალაქო კლუბთან თანამშრომლობის შესახებ, მოსწავლეების მიერ ინიცირებულ აქტივობებზე და სხვა.
შეხვედრაზე ასევე მოწვეული იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული 5 მეზობელი სკოლის სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლები, მათ შორის აზერბაიჯანული და სომხური სკოლებიდან.
მოწვეული სტუმრები დაინტერესდნენ „საფიხვნოს“ წევრების მიერ განხორციელებული აქტივობებით, მიიღეს კონკრეტული რჩევები მომავალი საკლუბო საქმიანობის უკეთ წარმართვისათვის, დაისახა ერთობლივი აქტივობების გეგმებიც.

No comments:

Post a Comment