Thursday 18 October 2012

ვიზიტი ბოლნისის მოხუცებულთა სახლში "ჭაღარა"


15 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის  #1 საჯარო სკოლის მიერ მოპოვებული საგრანტო პროექტის  „ხელი- ხელს“   ფარგლებში განხორციელდა მორიგი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც პროექტის წევრები და ქვემო ბოლნისის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ეწვივნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ მოხუცთა სახლს „ჭაღარა“.
ააიპ სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია 2011 წლის გაზაფხულზე ესტუმრა მოხუცებულთა სახლს „ჭაღარა“, სიქას წევრებმა გაითვალისწინეს ქვემო ბოლნისის პროექტის ეს ეტაპი და მოამზადეს მინი-ვიდეო, სადაც წინა შეხვედრა ნათლად იყო აღბეჭდილი. დღეს მოხდა ამ ვიდეოს პრეზენტაცია ხანდაზმულებთან. ქვემო ბოლნისის #1 სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს ლექსები ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე და წაუკითხეს დამსწრე საზოგადოებას. ერთ-ერთმა ნიჭიერმა მოსწავლემ დაუკრა აზერბაიჯანულ ნაციონალურ ინტსრუმენტზე, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მონაწილეები მოხუცებს გაუმასპინძლდნენ მათივე სოფლის ხილით, რომელიც ამ სკოლების მოსწავლეების მოხალისეობით იქნა შეგროვებული, ასევე გადაეცათ ტკბილეულობა და წიგნები, რომლის ნაკლებობას ძალიან განიცდიდნენ. მოხუცები საკმაოდ კმაყოფილები დარჩნენ განვლილი დღით, სტუმრებით და მიღებული საჩუქრებით.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ: 20 მოსწავლე, 4 მასწავლებელი, მოხუცებულთა სახლში მყოფი 10 ხანდაზმული.
საგრანტო პროექტის „ხელი-ხელს“ ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებაში ჩაერთო 3 უცხოელი მოხალისე, ორი რუმინელი დანიელ ტროფინი და რეზვან ალისტარი, ასევე პოლონელი ბლანკა რუდნიცკა, რომლებმაც  აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს და მოხუცთა სახლის წევრებს, თვითონ მოხუცებს გაუზიარეს  მოხალისეობის ევროპული გამოცდილება, პროექტის წევრებს დაეხმარნენ ღონისძიების წარმართვაში.
ღონისძიება გააშუქა ადგილობრივმა ტელევიზიამ „ბოლნელი“.

No comments:

Post a Comment